ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში როტაცია განხორციელდა

© FB / Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები ავღანეთში
ქართველი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული ჩაანაცვლა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე გაიმართა. მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული ჩაანაცვლა.

რეზერვისთა მიერ ფიცის დადება თელავის სამხედრო ბაზაზე - Sputnik საქართველო
შეცვლილი სარეზერვო სამსახური - თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი დაიწყო

უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ქართულ კონტიგენტს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა მიმართა.  კახა ტაბატაძემ  მისიის წარმატებით შესრულებისთვის II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებულ ასეულს მადლობა გადაუხადა, ხოლო მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს მისიის სრულყოფილად შესრულება უსურვა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ბაზის ბატალიონის მეთაურმა პოლკოვნიკმა რუბენ ბენმუდეზიმ ხაზი ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა და ახალჩამოსულ ასეულს სრული ნდობა გამოუცხადა.

ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0