დაკავებულ ზურაბ ჯაფარიძესთან ადვოკატი შევიდა

© FB / Girchiზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს განცხადებით,ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცველებს ნებაყოფლობით გაჰყვა, თუმცა ამას უარყოფენ „გირჩის“ წარმომადგენლები

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძესთან, რომელიც „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“ დააკავეს, ადვოკატი შევიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ორგანიზებით, დედა ენის ბაღში „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე“, პარტიის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე შაბათს დააკავეს. ჯაფარიძის უფლებებს საია-ს იურისტი დაიცავს.

როგორც რევაზ აჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის საქმის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია და ის შეეცდება, ინფორმაცია თავად ზურაბ ჯაფარიძისგან და გამომძიებლებისგან მიიღოს.

„უნდა შევიდე ბატონ ზურასთან, რომ უშუალოდ მისგან და გამომძიებლებისგან მივიღო ინფორმაცია. სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს“, – განაცხადა აჭარაძემ.

შსს-ს განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა. ამ ფაქტს არ ეთანხმება „გირჩის“ წარმომადგენელი ჰერმან საბო.

„ვინმე ჭკუათმყოფელი, ვინც იქ იყო ან ვინც ლაივს უყურებდა, დარწმუნებულია იმაში, რომ ზურას უთხრეს, ბატონო ზურაბ წამობრძანდით თუ შეიძლება და ზურამაც, კი ბატონო წამოვალო? შემოვარდნენ, გაიტაცეს და მიაყოლეს არაერთი ჩენი აქტივისტი - მგელი, დათვი და ბაყაყი, რომელიც სისტემას აგინებდა და პოლიციელებს არ ეხებოდა", — აცხადებენ გირჩში.

შსს-ს ინფორმაციით, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებული 11 პირი.

ყველა ახალი ამბავი
0