შსს-მ  ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა

გამოწერა
დაკავებულს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, დაკავებული 26 წლის ე.კ.-ს პირადი ჩხრეკისას, 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0