თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც ქუთაისის „ტორპედოს" ფეხბურთელის, შოთა ბაბუნაშვილის გაცილების მატჩი მიმდინარეობდა, სარწყავი სისტემა ჩაირთო, იუწყება ქართული მედია.
გამოსათხოვარ მატჩში ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო" და ვეტერანი ფეხბურთელები, სიმბოლური სახელწოდებით „ბაბუნაშვილის მეგობრები" ხვდებოდნენ.
სტადიონის ადმინისტრაციის განცხადებით, სარწყავი სისტემა შემთხვევით ჩაირთო.
შოთა ბაბუნაშვილმა საფეხბურთო კარიერა 37 წლის ასაკში ტრავმის გამო დაასრულა. მას საქართველოს ჩემპიონატში 402 მატჩი აქვს ჩატარებული და 33 გოლი აქვს გატანილი.
ბაბუნაშვილი შვიდგზის საქართველოს ჩემპიონია, ასევე, ოთხგზის სუპერთასის და ორგზის დავით ყიფიანის თასის მფლობელია.