თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. სანქტ–პეტერბურგთან პიროტექნიკის ქარხანა „ავანგარდში“ აფეთქება მოხდა, განაცხადა РИА Новости–სთან რეგიონის ექსტრემალური სამსახურის წარმომადგენელმა.
აფეთქების დროს ქარხანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ორი დაიღუპა, ორი დაზარალებული კი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
„შეიძლება ორი ან სამი ადამიანია ნანგრევების ქვეშ. მაშველები ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობენ“, – აცხადებენ საოლქო ადმინისტრაციაში.
ინციდენტს სირთულის მეორე კატეგორია მიენიჭა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აღნიშნეს, მოხდა ტექნოლოგიური აფეთქება, ნაწილობრივ ჩამოინგრა ოთხი სართული. ასევე აფეთქების დროს, შენობასთან ახლოს მდგომი სამი ავტომობილი დაიწვა.