ქართველი ჯარისკაცები პატრიოტულ სულისკვეთებას იღრმავებენ

© FB / Ministry of Defence of Georgiaჯარისკაცები ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში
ჯარისკაცები ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯარისკაცებმა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული  მუზეუმი დაათვალიერეს

თბილისი, 19 ოქტომბერი  — Sputnik. საქართველოში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს  საქართველოს ისტორიასა და კულტურას აცნობენ – პროექტი თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

როგორც თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს შეიარაღებული ძალების V საარტილერიო ბრიგადის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. 

რაბათი - Sputnik საქართველო
რაბათის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმის კოლექცია ახალი აღმოჩენებით შეივსო

სამხედროებმა სხვადასხვა ექსპოზიცია დაათვალიერეს, მათ შორის, მუზეუმში დაცული ოქროს ფონდი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჯარისკაცების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა მიზნად ისახავს  ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას. 

 „ეს ძალზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რამდენადაც ეს ხელს შეუწყობს მათში პატრიოტიზმის სულისკვეთების გაღრმავებას. ისინი ეცნობიან როგორც ისტორიულ, ისე კულტურულ ფასეულობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მე მხოლოდ მივესალმები მსგავს კულტურულ ღონისძიებებს და იმედს გამოვთქვამ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა უფროსმა ლეიტენანტმა გაბრიელ აღაბეგაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0