71 მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის იტალიაში ორი ქართველი დააკავეს

© AFP 2024 / Andreas SOLAROიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ დაკავების ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდნენ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. იტალიაში დააკავეს 71 არალეგალი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანაში ბრალდებული ორი პირი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, იუწყება ტელეკომპანია Imedi

დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავეს

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, იტალიელმა სამართალდამცველებმა ქართველები 18 ოქტომბერს, გამთენიისას, მაშინ დააკავეს, როცა 14-მეტრიანი ნავით იტალიის საზღვაო საზღვარი გადაკვეთეს, ქალაქ გალაპოლში შევიდნენ და სანაპიროდან უახლოესი დასახლებისკენ წავიდნენ.

ნავში მყოფი მიგრანტები, სავარაუდოდ, პაკისტანელები არიან. კარაბინერებისა და ფინანსური პოლიციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად ნავის კონფისკაცია განხორციელდა, მიგრანტები კი დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

საქართველოს მოქალაქეები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ დაკავების ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდნენ.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე ეჭვმიტანილთა დაკითხვა მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0