უსუფაშვილი: პროკურატურას კიდევ ექნება რამე ოთხი წლის წინ თაროზე შემოდებული
„ჩვენ ხვალ და ზეგ ერთად ცხოვრება გვინდა. (საპრეზიდენტო არჩევნებამდე) დარჩა 10 დღე და, როგორც ჩანს, ჩვენ დაგვრჩა 20 სერია სანახავი – 10 ერთი მხრიდან იქნება და 10 – მეორე მხრიდან. იმ პროკურატურას რამე კიდევ ექნება შემოდებული თაროზე ოთხი წლის წინანდელი და ახლა გვეტყვიან, გამოვიძიეთო“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.
პარლამენტის ექს-სპიკერის თქმით, ოპოზიცია ყოველთვის იმაზეა მომართული, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება, ხელისუფლება კი ზუსტად იმავე სტილით ატარებს საარჩევნო კამპანიას, როგორც ოპოზიცია.