„ბოროტი სული“ საქართველოში ხელოვნების ფესტივალს ხსნის

გამოწერა
მაყურებელს ნორვეგიული დასის ფეერიული გამოსვლა ელოდება.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს GIFT („საჩუქარი") 19 ოქტომბერს ნორვეგიული პანტომიმის თეატრი „კრამფლი“(Krample) გახსნის.

თბილისში საავტორო თოჯინის ფესტივალი გაიმართება >>

ნორვეგიელები აჩვენებენ სპექტაკლ „იოკაის“ (ბოროტი სული, ზებუნებრივი არსება იაპონური მითოლოგიიდან). წარმოდგენა სამეფო უბნის თეატრის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

„ეს არის ცეკვის, ჯადოსნობის, პოეზიის და ბავშვური სიგიჟის ნარევი. თანამედროვე ზღაპარი იმის შესახებ, როგორ ვიპოვოთ იმედი სასოწარკვეთილების დროს. ეს არის იუმორისა და კლოუნადის ენაზე მოთხრობილი ისტორია, ირონიული დისტანციით და განსაკუთრებული ესთეტიკით“, – ნათქვამია სპექტაკლის ანონსში.

2018 წელს GIFT-ზე შეიკრიბებიან თეატრალური დასები რუსეთიდან, საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან. სრული პროგრამა იხილეთ აქ.

თბილისის პირველი ოპერა - Sputnik საქართველო
სად იყო თბილისის პირველი საოპერო თეატრი და რატომ დაანგრია ბერიამ თამამშევის ქარვასლა

GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია. იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი). ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ყოველწლიურად GIFT წარმოადგენს საქართველოს და მსოფლიოს საუკეთესო დასების თეატრალურ შემოქმედებას. მათ შორის არის ვახტანგოვის სახელობის მოსკოვის თეატრი, დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის თეატრი „ფოლქსბიუნე“ (Volksbühne) და სხვა კოლექტივები.

ყველა ახალი ამბავი
0