მოსკოვში მოდის კვირეულის Mercedes-Benz Fashion Week Russia სეზონი დასრულდა.
გასული კვირის განმავლობაში საკუთარი ახალი კოლექციები და აქსესუარები უჩვენა 175-მა რუსმა და უცხოელმა დიზაინერმა. მოდის კვირეულის ნამდვილ ჰიტად იქცა რუსული მოდის ლეგენდის ვიაჩესლავ ზაიცევის სპეციალური დახურული ისტორიული ჩვენება. დამსახურებულმა დიზაინერმა წარმოადგინა ისტორიული პროექტი "მემკვიდრეობა": 1997 წლის კოლექცია "რუსული სეზონები პარიზში", რომელიც მიეძღვნა Christian Dior-სა და New Look-ს.

მოსკოვში Mercedes-Benz Fashion Week-ზე უჩვენეს კაბები და აქსესუარები მომავალი გაზაფხულისათვის

ვიაჩესლავ ზაიცევმა ახალი კოლექცია წარმოადგინა

მოდელიორისათვის ეს კოლექცია ბოლო აღმოჩნდა: ახლა მოდის სახლს სხვა ადამიანი ხელმძღვანელობს

მოდის კვირეულის სტუმრებმა იხილეს იგორ გულიაევის, ბელა პოტემკინას, ანასტასია დოკუჩაევას და სხვა ბევრი დიზაინერის ახალი ნამუშევრები

ჩვენებები ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში "მანეჟი" და მოსკოვის მუზეუმში იმართებოდა

სპეციალური სტუმრების რანგში მოწვეულები იყვნენ შვეიცარული საათების მანუფაქტურა IWC Schaffhausen და პარფიუმერი კრისტოფ დადამიელი

კრისტოფ დადამიელმა ახალი არომატი მოსკოვს მიუძღვნა

კომპანიის Black Star Wear ახალი კოლექციის ჩვენება

რუსული მოდის კვირეული 1994 წლიდან იმართება

პირველი 10 წლის განმავლობაში ჩვენებებზე წარმოადგენდნენ რუსი დიზაინერებისა და მსოფლიოს მოდის სახლების კოლექციებს

Mercedes-Benz Fashion Week Russia, დღე მეორე

2011 წლიდან რუსული მოდის კვირეულს დაერქვა Mercedes-Benz Fashion Week Russia

მოდის კვირეულის ორგანიზატორების ამოცანა იყო ეროვნული მოდის ინდუსტრიის განვითარება და მსოფლიოს საუკეთესო ნიმუშების წარმოდგენა

Mercedes-Benz Fashion Week Russia წელიწადში ორჯერ იმართება - აპრილში და ოქტომბერში

გასული მოდის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო

ტანსაცმლის კოლექციის დემონტრაცია Mercedes-Benz Fashion Week-ზე