ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© IJFჯაბა პაპინაშვილი
ჯაბა პაპინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონატზე საქართველოს 14 ძიუდოისტი წარადგენს – 10 ვაჟი და ოთხი გოგონა.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ჯაბა პაპინაშვილმა ნასაუში (ბაჰამის კუნძულები) გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე პაპინაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქეთის წარმომადგენელი სამეტ კუმტასი დაამარცხა. ამ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი გენკი კოგა გახდა.

პაპინაშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ტატამზე საქართველოს კიდევ სამი წარმომადგენელი გამოვიდა, თუმცა მათი ასპარეზობა არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. ნატალია ყიფშიძე (-48 კგ) და ვანო ხუბაშვილი (-55 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ. თემურ ნოზაძე (-60 კგ) კი მერვედფინალამდე მივიდა, სადაც ბრაზილიელ რენან ტორესსთან წააგო.

ტურნირის მეორე დღეს, 18 ოქტომბერს საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი - ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) გამოვა. ნინიაშვილი პირველ ორთაბრძოლას ბრაზილიელი ვილიან ლიმას წინააღმდეგ გამართავს, ლიპარტელიანი კი ხორვატიის წარმომადგენელ ტიეა ტოპოლოვეჩთან ცდის ბედს.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ნასაუში 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ტურნირში 67 ქვეყნიდან 427 სპორტსმენი მონაწილეობს. ჩემპიონატზე საქართველოს 14 ძიუდოისტი წარადგენს - 10 ვაჟი და ოთხი გოგონა.

 

ყველა ახალი ამბავი
0