ქართველი მოჭადრაკე ქალები ევროპის კლუბური ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

© FB / European Chess Union / Niki Rigaევროპის კლუბური ჩემპიონატი
ევროპის კლუბური ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის თასის შარშანდელი გამარჯვებული სწორედ ბათუმის კლუბია.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოჭადრაკე ქალთა კლუბი „ნონა" (ბათუმი) ევროპის კლუბური ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ჩემპიონატი ამ დღეებში საბერძნეთის ქალაქ პორტო-კარასში მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატში ხუთი ქართველი ქალი-მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას

ნახევარფინალში „ნონამ" 3:1 მოუგო რუსულ კლუბს СШОР. ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა პარტიები მოიგეს დინა ბალენკაიასთან და ელენა სემონოვასთან, ხოლო ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა შეხვედრები ყაიმით დაასრულეს ანასტასია ბოდნარიუკთან და ევგენია ოვოდთან.

ფინალში, რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართება, ქართველი ქალების გუნდი შეხვდება პოლონეთის „მონტე-კარლოს", რომელმაც ნახევარფინალში რუსეთის Югра დაამარცხა.

საჭადრაკო კლუბი „ნონა" ევროპის თასის მოქმედი გამარჯვებულია. გასულ ტურნირზე ქალაქ ანტალიაში (თურქეთი) ფინალში ქართველებმა აზერბაიჯანის „ოდლარ იურდუ" ტაი-ბრეიკზე დაამარცხეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0