კალაძემ თბილისში ახალი ავტობუსების ფერი შეარჩია

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი პოლონეთში, MAN-ის ქარხანაში დედაქალაქისთვის ავტობუსების აწყობის პროცესს დაესწრო.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისელებს მუნიციპალური ავტობუსების მწვანედ შეღებვა შესთავაზა მას შემდეგ, რაც ავტოპარკი მთლიანად დაკომპლექტდება.

ასეთი წინადადებით კალაძე ვიდეომიმართვისას გამოვიდა პოლონეთიდან, სადაც ის MAN-ის მარკის ავტობუსების მწარმოებელ ქარხანაში იმყოფებოდა. მერი თბილისისთვის განკუთვნილი ავტობუსების აწყობის პროცესს დაესწრო.

„მინდა გითხრათ და მოგმართოთ, რომ ერთად გადავწყვიტოთ, რა ფერის იყოს ავტობუსები დედაქალაქში. ჩვენ გვაქვს მოსაზრება და, რა თქმა უნდა, ამას გაგიზიარებთ. იქიდან გამომდინარე, რომ „მწვანე პოლიტიკა", ეკოლოგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ბრენდირებული, მწვანე ფერის. ასევე შეიძლება იყოს ორ ფერში, არც ესაა გამორიცხული", – განაცხადა კალაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გადახდა ყველა ბანკის  ბარათით იქნება შესაძლებელი

კალაძემ არ გამორიცხა ავტობუსების მწვანე და თეთრ ფერებში შეღებვა. მერის თქმით, პარასკევს ის მიუნხენში მიემგზავრება, სადაც კომპანია MAN-ის შტაბ-ბინაა და იქ განიხილავს ავტობუსების დიზაინთან დაკავშირებულ საკითხებს.

იმ ავტობუსების სიგრძე, რომლებსაც თბილისში უახლოეს თვეებში ჩამოიყვანენ, იქნება 8, 10 და 12 მეტრი.

ამჟამად დედაქალაქში ყოველდღიურად 600-650 ავტობუსი მოძრაობს. აქედან ახალი - MAN-ის ტიპისაა 143. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ავტობუსების პარკის შეცვლა მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2019 წლის ბოლოს ქალაქის ხელისუფლება ამორტიზებული ავტობუსების სრულად შეცვლას გეგმავს, ხოლო 2020 წლისთვის - ახალი ავტობუსების 900-მდე გაზრდას.

მერიისთვის ავტობუსების მოწოდების ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ Tegeta Truck & Bus. შეთანხმების საერთო ღირებულება 45 მილიონი ლარია.

დღის განმავლობაში თბილისის ავტობუსები დაახლოებით 109,5 ათას კილომეტრს გადიან, ჩერდებიან 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0