ურჩმა მძღოლმა პატარა ხიდზე გაატარა ავტობუსი, რომლის წონა აშკარად გაცილებით აჭარბებს ხიდზე გავლისას დაშვებულ მაქსიმალურ 10 ტონას.
ეს არასასიამოვნო, მაგრამ მაინც საინტერესო ვიდეო არკანზასის შტატშია გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ კვეთს მდინარეზე გადებულ პატარა ხიდს ორსართულიანი ავტობუსი, რომლის ქვეშაც ბეტონის ნაგებობა იბრიცება. ავტობუსის მგზავრები ტრაგედიას ხიდის კონსტრუქტორების კეთილსინდისიერების ხარჯზე გადაურჩნენ.