მუშტაიდის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Denis Aslanovსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მუშტაიდის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

ხანძარი გ. ცაბაძის ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელ სახლში დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და გადახურვა.

„ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დამწვარია 150 კვადრატული მეტრი ფართობი, ადგილზე მუშაობს შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუ რა გახდა ხანძრის გამომწევვი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0