ხუხაშვილი: სისტემა კი არ უნდა გვემართა, სისტემისთვის თავი უნდა წაგვეცალა
„ჩვენ ვერა და ვერ შევძელით ისეთი პოლიტიკური ელიტის ხელისუფლებაში მოყვანა, რომელიც შეასრულება იმას, რაზეც ფიქრობდა და საბოლოო ჯამში ყველა დამარცხდა სისტემასთან ბრძოლაში. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ილუზია იმისა, რომ მართავდა სისტემას, რაც არის შეცდომა. სისტემა კი არ უნდა გვემართა, სისტემისთვის თავი უნდა წაგვეცალა“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
ექსპერტის თქმით, თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა სისტემის მართვა და მას იყენებდა ადამიანების წინააღმდეგ, დღევანდელი ხელისუფლება ამ იარაღს ატრიალებს უშნოდ და ხან ფეხში ირტყამს და ხან რბილ ადგილებში.