Discount Week: საქართველოში ფასდაკლებების კვირეული დაიწყო

© Courtesy of Elizabeth Joudroჰაწვალის ტყე სვანეთში შემოდგომაზე
ჰაწვალის ტყე სვანეთში შემოდგომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი თვის განმავლობაში ტურისტები საქართველოში შემოდგომის ფერებით დატკბებიან და ფულის დაზოგვას შეძლებენ

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 23 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე საქართველოს რეგიონებში დასვენებაზე ფასდაკლებების კვირეულს (Discount Week) იწყებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბრიტანულმა ჟურნალმა თბილისს ევროპის ყველაზე მიმზიდველი ქალაქი უწოდა >>

Discount Week-ის ფარგლებში ყველა მსურველი შეძლებს სასტუმროს სერვისებზე ფასდაკლებით სარგებლობას. პროექტი მიზნად ისახავს არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ვიზიტორების მოზიდვაში.

ალი და ნინო - Sputnik საქართველო
National Geographic Traveler–მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ქალაქების ათეულში დაასახელა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია ყველა სასტუმროსა და სხვა ტურისტულ ობიექტზე, რომელიც აქციაში მონაწილეობს. ფასდაკლებით სარგებლობისათვის მსურველებმა უნდა დარეკონ სასტუმროში და წარმოადგინონ სპეციალური პრომო-კოდი, რომელიც ვებგვერდზეა განთავსებული.

ფასდაკლებების კვირეულისთვის შემუშავებულია სპეციალური მარკეტინგული კამპანია, რომელიც ითვალისწინებს რეკლამას ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში.

საქართველოში ბოლო დროს ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. 2018 წლის ცხრა თვეში საქართველოს 6,8 მილიონი უცხოელი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11,2%-ით აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0