როტაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე: 22-ე ბატალიონი მე-11 ბატალიონს ჩაანაცვლებს

© FB / Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სამხედროები ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო და I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონისგან უფლებამოსილება სრულად ჩაიბარა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ეკლესია ააშენეს>>>

ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.

ქართველი მშვიდობისმყოფელები - Sputnik საქართველო
2017 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ასობით ქართველი მონაწილეობდა

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს.

უწყების ცნობით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ცერემონიას ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი დენიელ კონლეი დაესწრნენ.

ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. კერძოდ, მე-11 ბატალიონის პირადი შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ მედლით „მტკიცე მხარდაჭერისათვის", ამერიკელი სამხედროები კი მედლით  „გენერალი კვინიტაძე" – საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 872 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0