ვიდეოხიდი: ახალი ლიტერატურული პრემია რუსულენოვანი ავტორებისთვის

© Pixabay / GregMontaniძველი წიგნი
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესკონფერენცია ვიდეოხიდის - მინსკი-ერევანი-კიშინიოვი-მოსკოვი-თბილისი ფორმატში, რომელიც რუსულენოვანი ავტორებისთვის ახალი ლიტერატურული პრემიის პრეზენტაციას ეძღვნება, „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ-პრესცენტრში ოთხშაბათს, 17 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება.

პრემია „Антоновка. 40+"-ის მიზანია რუსულენოვან სივრცეში 40 წელს ზემოთ ასაკის ავტორების მხარდაჭერა. მოცემულ მომენტში ისინი არცთუ იშვიათად არიან იზოლირებული მიმდინარე ლიტერატურული პროცესისგან, ხშირად არ იბეჭდებიან ან იბეჭდებიან რეგიონულ გამოცემებში, არ ესწრებიან საერთაშორისო ფესტივალებს და ა.შ. დსთ-სა და საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, პრაქტიკულად სრული იზოლაციაა და თუ შემოქმედებითი ახალგაზრდობის ინტეგრაციის კუთხით შესაბამისი ძალისხმევა იქნება, მაშინ უფროსი ასაკის ავტორები საკუთარ თავს თავად წარმოაჩენენ.

პრემია გადაეცემათ 40 წელს ზემოთ რუსულენოვან ავტორებს მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა, წარმომავლობისა და საცხოვრებელი ქვეყნისა რუსული ლიტერატურის საუკეთესო ტრადიციებზე დაწერილი ნაწარმოებისთვის, რომელიც ჰუმანიტარული ხასიათისაა და არ ატარებს მკვეთრად პოლიტიკურ კონიუნქტურას.

პრემიის ნომინაციებისა და ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსულენოვანი ლიტერატურის ვითარების შესახებ ისაუბრებენ:

ვიდეოხიდის მონაწილეები

მოსკოვში:

- ალექსანდრ ევსიუკოვი - პროზაიკოსი, პრემია „Антонова. 40+"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;

- ეკატერინა ბარმიჩოვა - ლიტერატორი, ლიტერატურული წრე „Белкин"-ის წამყვანი, პრემია „Антонова. 40+"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;

- სვეტლანა შუმილინა - ლიტერატორი, „Антонова. 40+"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

თბილისში:

- მიხეილ აიდინოვი - გაზეთ „მრავალეროვანი საქართველოს" რედაქტორი, საქართველოს რუსულენოვანი ჟურნალისტების ასოციაციის თავმჯდომარე.

მინსკში:

- ირინა კარენინა - პოეტი, ჟურნალისტი, „Антонова. 40+"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

ერევანში:

- ელენა შუვაევა-პეტროსიანი - მწერალი, ჟურნალისტი.

კიშინიოვში:

- ოლეგ კრასნოვი - მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ლიტერატურული ჯგუფის „Белый Арап" არაფორმალური ლიდერი.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0