სანდრა მანუელ დე კოსტა მასედი ცოტა ხნის წინ გადავიდა პორტუგალიიდან პანამაში საცხოვრებლად. სამწუხაროდ, ეფექტური კადრის ძიება ახალგაზრდა ქალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
როგორც ირკვევა, სანდრა სელფის გადასაღებად Luxor Tower-ის 27-ე სართულზე ავიდა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება, და აივნის მოაჯირზე შემომჯდარმა სელფის ჯოხით ფოტოს გადაღება სცადა, მაგრამ თავი ვერ შეიმაგრა და გადავარდა.
კოშმარული მომენტის თვითმხილველი ერიკ ალზატე წერს, რომ Luxor Tower-ის მოპირდაპირედ მშენებარე სახლის მუშები ქალს უყვიროდნენ და აფრთხილებდნენ საშიშროებაზე, მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია. შესაძლოა, არც კი ესმოდა შეძახილები, ვინაიდან ძლიერი ქარი ქროდა.
სამაგიეროდ ყვირილი თავად ალზატემ გაიგონა და სწორედ ამიტომ დაიწყო კადრში ქალის ძებნა.
პოლიციის ვარაუდით, სწორედ ქარის გამო დაკარგა წონასწორობა სანდრა მასედიმ, რომელსაც ორი შვილი დარჩა.