რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთის ხელისუფლება დისტანცირდება რელიგიურ საქმეებში ჩარევისგან

© photo: Sputnik / Evgeny Biyatovმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ხელმძღვანელი პირები საკუთარი განცხადებებით საეკლესიო საქმეებში ინტერვენციას ახორციელებენ, მიაჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანს

თბილისი,  16 ოქტომბერი  — Sputnik. უკრაინის ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულებებს – სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფა – არღვევს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გამართული ვიდეოხიდის მოსკოვი–თბილისის–ტალინი–კიშინიოვი მსვლელობისას უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე კომენტარისას.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირის სრული გაწყვეტის გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის მხრიდან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის დაწყების გამო მიიღო.  

მოსკოვის პოზიცია საეკლესიო განხეთქილებაზე

 „ბოლო წლის განმავლობაში ერთი დღეც არ იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ გამოეთქვა. ეს საეკლესიო საქმეებში ინტერვენციაა“, – აღნიშნა ზახაროვამ. 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი - Sputnik საქართველო
რუსულმა მართმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან კავშირი გაწყვიტა

მისი სიტყვებით, „ეს ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმაა უკრაინელი ხალხის ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე – ხალხის კონსოლიდაციაზე როგორც უკრაინული სახელმწიფოებრიობის საფუძველზე“.

 „ამ დარტყმის შედეგს მომავალში ვიხილავთ. ეს ცენტრიდანული და არა ცენტრისკენული პროცესებია“, – განაცხადა საგარეო უწყების პრეს–მდივანმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთში ხელისუფლების ინსტიტუტები „დისტანცირებული არიან და მაქსიმალურად დისტანცირდებიან რელიგიურ საქმეებში ნებისმიერი სახით ჩარევისგან“.

განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გადაწყვიტა დაიწყოს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი. კონსტანტინოპოლმა ასევე გადაწყვიტა გააუქმოს ანათემა და ყველა აკრძალვა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიამ „კიევის საპატრიარქოს" თვითმარქვია ხელმძღვანელ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის სხვა მღვდელმთავრებს დაადო. 

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: საქართველო უკრაინის ავტოკეფალიას მხარს არ უჭერს, ის შეფასებისგან თავს იკავებს

ამგვარად, კონსტანტინოპოლმა პირველად ცნო ლეგიტიმურად უკრაინის საეკლესიო სტრუქტურები. გარდა ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ განაცხადა თავისი უფლებების შესახებ უკრაინაში და გამოიწვია 1686 წლის ისტორიული წერილის უფლებრივი ვალდებულებები, რომელიც ეხება მოსკოვის პატრიარქის მიერ კიევის მიტროპოლიტის დანიშვნის უფლებას.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია

საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ  აუცილებელია სიფრთხილე, რათა არ მოხდეს დაპირისპირება საზოგადოებაში და კიდევ უფრო რთული პროცესების განვითარება.

„რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის პოზიციას ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, იგი არის უცვლელი და, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, გულისხმობს შემდეგს: ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს როგორც კონსტანტინოპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისგან თავს შეიკავებს", – ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0