„საიდუმლოდ გამხელილი“ – ზახაროვა თანამშრომლებზე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ

© photo: Sputnik / Evgeny Biyatovმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარია ზახაროვა დაინტრიგებულია საუბრებით საქართველოში მოგზაურობის შესახებ

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებთან ისაუბრა თავის უდიდეს სურვილზე, ჩამოვიდეს საქართველოში, სადაც აქტიურად ვითარდება ტურიზმი.

 „იმდენი მეგობარი მყავს საქართველოში, ისინი მეპატიჟებიან და მეც ძალიან მინდა ჩამოსვლა. ისინი ჩამოდიან აქ, კარგი ურთიერთობები გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ ეს ოდესღაც მოხდება. ონლაინ ან მოსკოვში ურთიერთობა, ძალიან ლამაზ ქალაქში – ეს საოცრებაა, მაგრამ იმდენი რამ მსმენია საქართველოს შესახებ, სულ ვიგებ, რამდენი რამ გაკეთდა ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, რა არის და როგორია თბილისი“, – განაცხადა ზახაროვამ.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
ზახაროვა: მოსკოვს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება სურს

მან ასევე ისაუბრა თავის თანამშრომლებზე, რომლებმაც მოასწრეს საქართველოში ყოფნა.

„საიდუმლოდ გეტყვით – ჩემი ყველა კოლეგა, დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი ნამყოფია საქართველოში. ჩამოაქვთ ფოტოები, წარმოუდგენლად მშურს. მინდა ამის რეალიზება, იმედი მაქვს, გამოვა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ამ სიტყვებით დაასრულა ვიდეოხიდი მოსკოვი–თბილისი–ტალინი–კიშინიოვი.

„ეს პეპლების მოყვარულთა კლუბი როდია“ - ზახაროვამ საქართველო ნატოს თაობაზე გააფრთხილა>>

რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო ხშირად ჩამოდიან საქართველოში. მიმდინარე წლის ცხრა თვეში ქვეყანას რუსეთიდან 1 მილიონ ვიზიტორზე მეტი ეწვია. სულ საზღვარი უცხოელებმა 6,8 მილიონჯერ გადაკვეთეს.

ტურიზმის ზრდამ რუსეთიდან საქართველოში, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, თითქმის 23% შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0