სოხაძე: თავზარი არ დამეცა, მაგრამ გამოვშტერდი, ამას რომ ვუყურებდი
„ყველაზე დიდ დანაშაულად მე ამას ვუთვლი „ქართულ ოცნებას“ - ჯერ ერთი კოჰაბიტაცია და ჩახუტება რა იყო, ვერ გავიგე. თან სამართლიანობა უნდა აღგვედგინა და თან ამათ უნდა ჩავხუტებოდით. სულერთი არ არის ყველაფერი ჩემთვის. შეიძლება, ამოცანა ის არის რომ ნიჰილიზმი გამეფდეს ჩვენში“, - ამბობს ირმა სოხაძე.
მომღერლის თქმით, ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ მოსახლეობას ალტერნატივა არ აქვს, ალტერნატივა კი ისევ ის 9 წელი, ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“.