თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის ეროვნული კრების გაწვევის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
„ამაღელვებელი მომენტია, რადგან რევოლუციის ეტაპს ვაჯამებთ და ახალ ეტაპზე გადავდივართ. ხუთი თვის მუშაობის შეჯამებისას მინდა მადლობა გადავუხადო და ბოდიში მოვუხადო მათ, ვისაც იმედი გავუცრუე“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მანამდე ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს.
მანამდე პრემიერმა აღნიშნა, რომ არჩევნები 10 დეკემბერს გაიმართება.
პრემიერის გადადგომის შემდეგ 15 დღის განმავლობაში ეროვნულმა კრებამ ორჯერ არ უნდა აირჩიოს მთავრობის ახალი მეთაური. ამ მომენტისთვის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი არცერთ პოლიტიკურ ძალას პრემიერის კანდიდატი არ წარუდგენია.
არჩევნები თუ მაიდანი: ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა >>
გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ფაშინიანმა განაცხადა, რომ პირველი კენჭისყრისას მისი კანდიდატურის წარდგენის ალბათობა საკმაოდ დიდია. მისი თქმით, ეს იურისტების რეკომენდაციაა. ამ შემთხვევაში პროცესი კანონთან სრულ შესაბამისობაში იქნება. ამასთან, მას, რა თქმა უნდა, არ აირჩევენ.