თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში უკრაინის მოქალაქეს ორ კილოგრამამდე კოკაინი აღმოუჩინეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უწყების ცნობით, 15 ოქტომბერს თბილისის აეროპორტში მებაჟე -ოფიცრებმა უკრაინის მოქალაქის პირადი ბარგის დათვალიერებისას ოთხი ცალი თუნუქის ქილა აღმოაჩინეს. ქილებში, პირველადი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება კოკაინი იყო მოთავსებული.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.