უგულავა: „ქართული ოცნების" აქტივისტები პარტიას ტოვებენ

გამოწერა
აქტივისტების მიერ „ქართული ოცნების" რიგების დატოვების მიზეზად ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ასახელებს.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მომხრეები და აქტივისტები პარტიას ტოვებენ და გადადიან პარტიაში „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", ამტკიცებს ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

უგულავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ შორის არიან რუსთავის, გარდაბნის, დმანისის, მარნეულისა და წალკის რაიონული ორგანიზაციების აქტივისტები და წარმომადგენლები. რამდენიმე მათგანი პრესკონფერენციას ესწრებოდა.

დროშები უეთოს ლოგოთი ვენაში - Sputnik საქართველო
ეუთო საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას აკრიტიკებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები უარს ამბობენ იმუშაონ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც მხარს მმართველი პარტია უჭერს.

„ძალიან მიხარია, რომ ეს პროცესი შეუქცევადია და „ქართული ოცნებიდან" „ევროპულ საქართველოს" ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ რაიონებში "ქართული ოცნების" შტაბი აღარ დარჩა, სადაც სალოზე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ არის", - განაცხადა უგულავამ პრესკონფერენციაზე.

უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს "ქართულ ოცნებაში". პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, არც ერთი ადამიანი, რომელიც უგულავას გვერდით იდგა პრესკონფერენციაზე, არ არის "ქართული ოცნების" წევრი.

„არც ერთი მათგანი „ქართული ოცნების" წევრი დღეს არ არის. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საერთოდ არ იყო შეხებაში „ქართულ ოცნებასთან", - განაცხადა მდინარაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია. მისი მთავარი კონკურენტები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არიან გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი გრიგოლ ვაშაძე და პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატი დავით ბაქრაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0