საქართველომ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მორიგი მედალი მოიპოვა

© FB / Georgian National Olympic Committeeგიორგი გეგელაშვილი
გიორგი გეგელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთოგუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 32-ე ადგილზეა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გეგელაშვილმა ბუენოს-აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„ამაყი ვარ!“ - პრემიერი ბახტაძე ქართველ ძიუდოისტებს შეხვდა

48 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალურ პაექრობაში გეგელაშვილი უზბეკეთის წარმომადგენელ უმიჯონ ჯალოლოვთან ანგარიშით 2:8 დამარცხდა.

ეს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის მეექვსეა, მანამდე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე (-60 კგ). კიდევ სამი „ვერცხლი" გიორგი თოხაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ილია სულამანიძემ (ძიუდო) და არჩილ მალაყმაძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს, ერთადერთი ბრინჯაო საქართველოს ნაკრებს ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ მოუტანა.

საერთოგუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 32-ე ადგილზეა. ლიდერ პოზიციაზე რუსეთის ნაკრებია, რომლის აქტივშიც 43 ჯილდოა (24-11-8). მეორე ადგილზე უნგრეთის გუნდია - 2 (12-6-1), პირველ სამეულს კი ჩინეთის ნაკრები 25 ქულით (12-5-8) ასრულებს.

მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ბუენოს-აირესში 6-18 ოქტომბრის პერიოდში ტარდება, რომელშიც 206 ქვეყნიდან ათლეტები მონაწილეობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0