კირილ საფონოვი: ქართველები კიდევ უფრო შემიყვარდა

© SPUTNIK / DENIS ASLANOVმსახიობი კირილ საფონოვი რობერტ როჟდესტვენსკის საღამოზე
მსახიობი კირილ საფონოვი რობერტ როჟდესტვენსკის საღამოზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარულმა რუსმა მსახიობმა აღიარა, რომ დიდი ხანია ოცნებობდა საქართველოში ჩამოსვლაზე

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი კირილ საფონოვი, რომელმიც საქართველოში ჩამოვიდა პოეტ რობერტ როჟდესტვენსკის ხსოვნის საღამოზე დასასწრებად, საქართველოს სიყვარულში გამოუტყდა.

„სასმელი ბოლომდე დავცალეთ“ - ქსენია სობჩაკის და სვეტლანა ბონდარჩუკის ქართული უქმეები >>

რუსი მსახიობი იყო წამყვანი მუსიკალურ კონცერტზე, რომელიც კვირას გრიბოედოვის თეატრში გაიმართა. სცენაზე წარდგნენ ქართული და რუსული ესტრადის ვარსკვლავები - ირმა სოხაძე, სოფო ხალვაში, რატი დურგლიშვილი, ალიონა სვირიდოვა, პროექტ „გოლოს. დეტის“ გამარჯვებული რუტგერ გარეხტი, სერგეი ჟილინი და სხვ.

რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი - Sputnik საქართველო
რეზო გიგინეიშვილმა თბილისში ახალი შეყვარებული ჩამოიყვანა

„საქართველოზე ბავშვობიდან ვიყავი შეყვარებული და აქ ჩამოსვლაზე ვოცნებობდი. და ნახევარი წლის ეს ამიხდა. უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ. ქართველები უფრო მეტად შემიყვარდა. უფრო მეტად შემიყვარდა ეს მშვენიერი ბუნება თბილისში. რა თქმა უნდა, თქვენი ღვინო, სამზარეულო, თქვენი სიმღერები. მე მგონია, რომ თუ უფალმა რომელიმე ერი დააჯილდოვა დიდი და კეთილი გულით, ეს ქართველები არიან“, - უამბო „Sputnik-საქართველოს“ კირილ საფონოვმა.

მსახიობის თქმით, ის თავისი საყვარელი მსახიობის, ვახტანგ კიკაბიძის ფილმებზე გაიზარდა. კირილმა ასევე გამოხატა დიდი სიმპათია ქართული სიმღერებისადმი. როგორც მსახიობმა აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქართული სიმღერების ჰანგებს გაიგონებს, სამუდამოდ შეიყვარებს მათ.

აღსანიშნავია, რომ კირილ საფონოვი თბილისში ჩამოვიდა თავის მეუღლესთან, მომღერალთან, პოპ-ჯგუფ „ფაბრიკას“ სოლისტ ალექსანდრა საველიევასთან ერთად. მომღერალი წარდგა როჟდესტვენსკის საღამოზე, სადაც შეასრულა პოეტის ლექსზე დაწერილი სიმღერა Позвони мне, позвони. წყვილმა მოინახულა კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი - უფლისციხე.

ყველა ახალი ამბავი
0