ტოკიოში ქართული კინოს ფესტივალი გაიხსნა

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიძველი კინოფირი
ძველი კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის მოწყობის იდეა კინოთეატრ „ივანამი-ჰოლის" თანამშრომელს ეკუთვნის

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისა და ქართული კინოს 110 წლის იუბილეს აღსანიშნავად, იაპონიაში ქართული კინოს ფესტივალი გაიხსნა, იუწყება კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდი.

ფოტო ციკლიდან „გადარეკვა - Sputnik საქართველო
ფილმი თუშეთის შესახებ სლოვაკეთში აგროფესტივალის პრიზიორი გახდა

რეტროსპექტივა ტოკიოში მდებარე კინოთეატრ „ივანამი-ჰოლში" 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება, სადაც ნაჩვენები იქნება შემდეგი ქართული ფილმები: „ჩემი ბებია“, „ჯიმ შვანთე“, „ქეთო და კოტე“, „ფიროსმანი“, „დიდი მწვანე ველი“, „დედუნა“, „სუსა“, „გაიღიმეთ“, „შემთხვევითი პაემნები“, „სხვისი სახლი“, „დედე“, „ხიბულა“, „აღსარება“, „მზის ქალაქი“, „საშიში დედა“, „ანარეკლი“, „მეიდანი – სამყაროს ჭიპი“.

აღნიშნული ფესტივალის მოწყობის იდეა კინოთეატრ „ივანამი-ჰოლის" თანამშრომელს - ტაკეჰიდე ჰარადას ეკუთვნის.  იგი 40 წლის წინ გიორგი შენგელაიას ფილმით „ფიროსმანი" მოიხიბლა და ქართული კინემატოგრაფის უკეთ გასაცნობად საქართველოსაც კი ეწვია. ამჟამად ჰარადა 65 წლისაა და სურს, სამსახურიდან წასვლამდე იაპონელ მაყურებელს ქართული კინო გააცნოს.

2018 წელს ტაკეჰიდე ჰარადამ ქართული კინოსა და თეატრის შესახებ წიგნი გამოსცა, რამდენიმე თვის წინ კი ჰარადას ილუსტრაციებითა და იასუჰირო კოჯიმას თარგმანით ვაჟა-ფშაველას პოემებისა და მოთხრობების კრებულიც გამოიცა იაპონურ ენაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0