თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სულ მცირე 22 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა ავარიის შედეგად თურქეთის პროვინცია იზმირში, იუწყება РИА Новости სააგენტო DHA-ზე დაყრდნობით.
სატვირთო, რომელსაც არალეგალი მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარე მიგრანტთა ბანაკში გადაჰყავდა, დაუდგენელი მიზეზების გამო გზიდან გადავიდა და სარწყავ არხში გადავარდა. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის სატვირთოს მძღოლი.
გადარჩენილები ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.