თაბუკაშვილის ქუჩაზე სადარბაზოს რეაბილიტაციისას ადრეული მხატვრობის ნიმუში აღმოაჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შენობა 1889 წელსაა აგებული და მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. თბილისში, თაბუკაშვილის N42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მთაწმინდის გამგეობა სადარბაზოს რეაბილიტაციას ახორციელებს, მხატვრობის ადრეული კომპოზიცია და ფერწერული ფენები გამოვლინდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ინტერიერის დიდი ნაწილი თვითნებური ჩარევის შედეგად შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც სადარბაზოს პირვანდელი იერსახე დაკარგული ჰქონდა.

ამ დროისთვის, სადარბაზოში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირვანდელი სახით აღდგება როგორც მხატვრობა, ისე კარები, მოზაიკური იატაკი და ლითონის მოაჯირები.

მიმდინარე სამუშაოებს  მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნო და მხატვრობის ადრეულ კომპოზიცია მოინახულა. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

შენობა 1889 წელსაა აგებული და მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ფერწერული კომპოზიცია, რაზეც წინასწარი დათვალიერებით, წელიწადის დროებია გამოსახული, იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია.

ყველა ახალი ამბავი
0