ავტოავარიების რაოდენობა საქართველოში შვიდი პროცენტით გაიზარდა

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოავარიების თითქმის ნახევარი – 47% თბილისში ხდება.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში, 2018 წლის რვა თვის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა, ხოლო ამ შემთხვევების შედეგად დაშავებულების – 8%-ით, იუწყება ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შსს–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
ქუჩები თბილისში, სადაც დღეიდან სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა

იანვარ–აგვისტოს პერიოდში მოხდა 4 196 ავტოსაგზაო შემთხვევა და დაიღუპა 307 ადამიანი, ხოლო დაშავდა 5 989 ადამიანი.

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, შემთხვევების 7-პროცენტიანი ზრდის ფონზე შემცირებულია (8 პროცენტით) დაღუპულთა რაოდენობა, კერძოდ, 2017 წელთან შედარებით, წელს, აღნიშნულ რვა თვეში ავტოავარიების შედეგად 26 ადამიანით ნაკლები დაიღუპა.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ავტოავარიების თითქმის ნახევარი – 47% თბილისში ხდება; ასევე თბილისზე მოდის დაშავებულების 41% და დაღუპულების 20%.

არასრულწლოვანთა სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის რვა თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 16 წლამდე 13 მოზარდი, ხოლო დაშავდა – 646.

ყველა ახალი ამბავი
0