ამერიკულ-იაპონური ტექნოლოგიური კომპანია Boston Dynamics-ის ინჟინრებმა წარმოადგინეს ავტონომიური ჰუმანოიდი სახელად Atlas, რომელიც წარმატებით ძლევს დაბრკოლებებს.
პროგრამა, რომელიც რობოტს ამოძრავებს, საშუალებას აძლევს „ატლასს“, გამოიყენოს მთელი სხეული – ფეხები, ხელები და ტორსი, რათა ენერგია და ძალა გადაანაწილოს და ტემპის დაუგდებლად გადაევლოს საფეხურებსა თუ ხის მორს.