ჯემალ ჭკუასელი: ძალიან შევიჯავრე ქართული ხალხური სიმღერა

© Facebook / Khazis Radioჯემალ ჭკუასელი
ჯემალ ჭკუასელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯემალ ჭკუასელი ბავშვობის წლებს და ოჯახის წევრებს იხსენებს.
ჯემალ ჭკუასელი: „ძალიან შევიჯავრე ქართული ხალხური სიმღერა“

„ძალიან ადრე აღმომაჩნდა მუსიკალური სმენა და ეს ჩემ ტრაგედიად იქცა“, – ამბობს ჯემალ ჭკუასელი სატელევიზიო გადაცემაში.

ჯემალ ჭკუასელი – მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1976-1979 წლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი იყო. 1979-1986 წლებში – ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი; 1986 წლიდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორია; 1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წელს მიენიჭა "ხელოვნების ქურუმის" წოდება. 2016 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0