შარდენზე ღვინის ფესტივალი გაიმართება

© Sputnik / Alex Shlamovქართული ღვინო თბილისობა-2018-ზე
ქართული ღვინო თბილისობა-2018-ზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვინის დეგუსტაციასთან ერთად ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, შარდენზე 13 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალი 2018 “ გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჭიქები ღვინით - Sputnik საქართველო
თბილისში ღვინით შექმნილი ნახატები გამოიფინება

შარდენზე, სიონის ქუჩაზე ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება. ღონისძიება 13 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალზე ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეწარმეები სტუმრებს საკუთარ ნახელავს წარუდგენენ. ღვინის დეგუსტაციასთან ერთად ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ სტუმრებს ქართულ ტრადიციულ პურსაც შესთავაზებს, ასევე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ჩურჩხელა, ჩირი და ქართული ყველი.

სტუმრები იხილავენ მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ ღონისძიებებს, მოისმენენ ქართულ ფოლკლორს და მიმების წარმოდგენას იხილავენ.

ყველა ახალი ამბავი
0