თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, ალექსიძის ქუჩის 7 ნომერში ახალგაზრდა კაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „ინფო რუსთავი“.
უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.