თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (23-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) ამ დღეებში შანხაიში (ჩინეთი) მიმდინარე "მასტერსის" სერიის საჩოგბურთო ტურნირის მესამე წრეში ვერ გადავიდა.
მეორე რაუნდის მატჩში ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევთან (მე-5 ნომერი, გერმანია) წააგო ორ სეტში 5:7, 4:6. თამაში საათნახევარი გაგრძელდა.
მეორე პარტიაში იგრძნობოდა, რომ ქართველი სპორტსმენი დაიღალა, აისახა გასული კვირის დაძაბულობაც, როდესაც ბასილაშვილმა პეკინში АТР 500 სერიის ტურნირი მოიგო.
Rolex Shanghai Masters-ში მონაწილეობამ ქართველ ჩოგბურთელს 45 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 47 ათასი აშშ დოლარი მოუტანა.
შანხაის ტურნირი 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეჯიბრების საპრიზო ფონდია შვიდი მილიონი დოლარი. მოქმედი გამარჯვებულია შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.