სარფში არადეკლარირებული ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიGold ingots
Gold ingots - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქეს საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდა ხუთი ცალი არადეკლარირებული ოქროს ზოდი.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ოქროს უკანონოს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო
40 კგ-მდე ოქრო, ვერცხლი და ავტომობილის ნაწილები – „სარფში" აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 6 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანას შეეცადა. სამართალდამცველებმა დაკავებულის ფიზიკური დათვალიერებისას ხუთი ცალი არადეკლარირებული ოქროს ზოდი (საერთო წონა 100 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო ღირებულება 9,3 ათასზე მეტ ლარს შეადგენს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით ამოღებული საქონლის ღირებულების ოდენობის ფულადი ჯარიმის (9372 ლარი) გადახდა შეეფარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0