ავტოავარია ზუგდიდში: არიან დაშავებულები

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია. ავტოავარია
საპატრულო პოლიცია. ავტოავარია  - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროვატობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მიკროავტობუსში სამი ადამიანი, ხოლო მსუბუქ ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

ავტოავარია ტრასაზე - Sputnik საქართველო
თელავში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა: არიან დაშავებულები

თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა გზაზე გამოსულ საქონელს აარიდა ავტომობილი, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და შემხვედრ ზოლზე გადავიდა. ამ დროს დაეჯახა მიკროავტობუსი.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ინციდენტის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.

აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 276–ე მუხლის პირველი ნაწილით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა“, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ

ყველა ახალი ამბავი
0