თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან პენსიონერი გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, დიღმის მასივის ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის მერვე სართულიდან 84 წლის პენსიონერი გადმოვარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ტრაგედია ორშაბათს, დღისით მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცი სკლეროზით იყო დაავადებული და შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა. ვარდნისას მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე, ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0