თბილისი, 7 ოქტომბერი -Sputnik. ნინოწმინდაში, სოფელ დიდი ხანჩალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში 33 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილი გუშინ გვიან ღამით ნახეს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.