მოსკოვში „თბილისობა“ აღნიშნეს

© photo: Sputnik / Alexey Stefanov"თბილისობა" მოსკოვში
თბილისობა მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში დღეს „თბილისობის“ დღესასწაულის მეორე დღეა,

თბილისი,  7 ოქტომბერი  – Sputnik.  მოსკოვი ქართულ დღესასწულს – „თბილისობა“ მერვედ შეუერთდა – ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა მოსკოვში 2018“ „ერმიტაჟის“ ბაღში 6 ოქტომბერს გაიმართა. 

© photo: Sputnik / Alexey Stefanovთბილისობა მოსკოვში
მოსკოვში „თბილისობა“  აღნიშნეს - Sputnik საქართველო
თბილისობა მოსკოვში

„თბილისში მხოლოდ ერთი ეროვნების ხალხი ცხოვრობს – თბილისელები. ამიტომ „თბილისობა“ ჩვენთვის ყველაზე მთავარი დღესასწაულია. თუ თბილისში ვინმე მოინდომებს ადამიანების ეროვნული ნიშნით დაყოფას, მას მომენტალურად შესაბამის პასუხს გასცემენ. თბილისის ესაა ქალაქი, რომელშიც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და პატივს სცემენ. მიხარია, რომ ამ დღესასწაულს მერვედ ვუერთები“, – განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ აჩი ფურცელაძემ.

ღონისძიებამ მოსკოველებს კიდევ ერთხელ მისცა უნიკალური შესაძლებლობა  გაცნობოდნენ საქართველოს, მის ისტორიას, კულტურას,   ქვეყნის ერონულ სამზარეულოსა და ენას.

ღონისძიების ფარგლებში სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მუსიკოსები, მომღერლები, მოცეკვავეები და სხვადასხვა კოლექტივები: ვახტანგ კალანდაძე, ბოჯგუების ოჯახი, აჩი ფურცელაძე, გიორგი მელიქიშვილი, შალვა მორელი, ევგენი გორი, ნიკა ჭილაძე, ინგა ბაღათურია, ეკა შელია და სხვები. 

„მე, ინგა და კატია მოსკოვში დავიბადეთ, ჩვენი მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან და თავის დროზე  იძულებული გახდნენ საცხოვრებლად მოსკოვში გადმოსულიყვნენ. ამიტომ ჩვენ, ჩვენს თავს  საქართველოს წარმომადგენლებად ვთვლით“, – განაცხადა ნიკა ჭილაძემ, რომელიც ანსამბლ „ენგურის“ ერთ–ერთი მოცეკვვე და დამაარსებელია.

„თბილისობის“ სივრცე რამდენიმე სადღესასწაულო ზონად იყო დაყოფილი: პოპულარული მოსკოვური რესტორნებმა  ქართულ სამზარეულო წარმოადგინეს, ჩატარდება ჩურჩხელის დამზადების მასტერ–კლასი. 

© photo: Sputnik / Alexey Stefanovთბილისობა მოსკოვში
მოსკოვში „თბილისობა“  აღნიშნეს - Sputnik საქართველო
თბილისობა მოსკოვში


„ნებისმიერი ქართველისთვის, ვინც საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, ნებისმიერი ეროვნული დღესასწაული მისი ცხოვრების ნაწილია. ჩვენს ოჯახს არ შეეძლო რომ არ მოსულიყო და არ მიელოცა ეს დღე სტუმრებისთვის, რომლებიც „ერმიტაჟის“ ბაღში შეიკრიბნენ. ჩვენ დღეს ჩვენს სიმღერებს შევასრულებთ და მსმენელს ამით სიამოვნებას მივანიჭებთ. მთელი ჩვენი ცხოვრება შედგება სიმღერისგან“, – განაცხადა ბოჯგუების ოჯახის წარმომადგენელმა ელიზამ. 

© photo: Sputnik / Alexey Stefanovთბილისობა მოსკოვში
მოსკოვში „თბილისობა“  აღნიშნეს - Sputnik საქართველო
თბილისობა მოსკოვში

ფესტივალზე ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ამ დღისთვის სპეციალურად დამზადებულ საწნახელში ღონისძიების სტუმრებს საშუალება მიეცათ თავად დაემზადებინათ ყურძნის წვენი უძველესი ტექნოლოგიით. ყოველივე ამას ქართული მელოდიები გასდევდა ფონად.
ქართული სული ტრიალებდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ზონაში: გამოიფინა ფერწერული ნიმუშები, ინტერიერის ნივთები, სუვენირები, კერამიკული ნაკეთობები და თანამედროვე ქართველი დიზაინერების სამოსი.
„თბილისიდან ერთი კვირით ჩამოველი და საკუთარი სურათები გამოვფინე. ადამიანები დიდი ინტერესით ათვალიერებენ ჩემს ნამუშევრებს და ამბობენ რომ ძალიან მოწონთ. ჩემი ნამუშევრები ხშირად გამოიფინება მხატვრების სახლში „მანეჟზე“, სადაც ჩემს ნამუშევრებზე დიდი მოთხოვნაა“, – განაცხადა მხატვარმა კახა გიგაურმა. 

© photo: Sputnik / Alexey Stefanovთბილისობა მოსკოვში
მოსკოვში „თბილისობა“  აღნიშნეს - Sputnik საქართველო
თბილისობა მოსკოვში

ასევე, ფესტივალის სტუმრებისთვის ქართული ენის ონლაინ–სკოლა Geolanguage იყო გახსნილი – . მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტმა ლიანა ბაშალეიშვილმა ქართული ენისა და ეთნოგრაფიის საკითხებზე ლექცია წაიკითხა.

მოსკოვში „თბილისობის“ დღესასწაულის ორგანიზატორი  ქართველი მომღერალი თამთა ფულარიანი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0