ილია მეორემ უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

© photo: courtesy of Patriarchate of GeorgiaГлава Верховной рады Украины Андрей Парубий и Католикос-Патриарх всея Грузии Илия II
Глава Верховной рады Украины Андрей Парубий и Католикос-Патриарх всея Грузии Илия II - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს მაეთლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიცია გააჟღერა.

 

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ქართული მართლმადედებლური ეკლესია თავს შეიკავებს შეფასებებისაგან, სანამ არ გახდება ცნობილი კონსტანტინეპოლის პატრიარქისა და მოსკოვის პატრიარქის ოფიციალური პოზიციებუ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, განაცხდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

,,აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია,”, ციტირებს ილია მეორეს პრესსამსახური საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პატრიარქმა უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერთან ანდრეი პარუბთან შეხვედრისას გააკეთა.

უკრაინის რადის სპიკერმა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა და უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განიხილეს.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქო იმედოვნებს, რომ უკრაინაში ეკლესიის საკითხი მშვიდობიანად მოგვარდება

მანამდე მოსკოვის პატრიარქმა წერილი გამოუგზავნა საქართველოს საპატრიარქოს, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი აუცილებელია განხილულ იქნეს მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების შეკრებაზე.

ამ დროისათვის, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც თვითმმართველი ეკლესიაა მოსკოვის პატრიარქატის შემადგენლობაში, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობის მიერ არაღიარებული საეკლესიო სტრუქტურები - „კიევის პატრიაქატი“ და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია.

ყველა ახალი ამბავი
0