ინციდენტი ლონდონში: შიზოფრენიით დაავადებულმა 91 წლის მამაკაცი ლიანდაგებში ჩააგდო

https://www.youtube.com/embed/wnwfiHbPKqQ?rel=0&controls=0&showinfo=0" frameborder="0
გამოწერა
ბრიტანეთის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული კადრები, თუ როგორ გადააგდო პოლ კროსლიმ 91 წლის სერ რობერტ მალპასი ლიანდაგებში, რომელიც წარსულში „ევროგვირაბს“ ხელმძღვანელობდა

ბრიტანეთის პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული კადრები, თუ როგორ გადააგდო პოლ კროსლიმ 91 წლის სერ რობერტ მალპასი ლიანდაგებში, რომელიც წარსულში „ევროგვირაბს“ ხელმძღვანელობდა

შემთხვევით გამვლელმა რიად ელ ჰუსანიმ, რომელსაც მოხუცის ყვირილი შემოესმა, მატარებლის მოსვლამდე ერთი წუთით ადრე მოასწრო მალპასის ამოყვანა და გადარჩენა. სერ რობერტს დაზიანებული აქვს მენჯი და თავი.
აღსანიშნავია, რომ პოლ კროსლიმ, რომელსაც ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში დაუდგინდა პარანოიდალური შიზოფრენია, პოლიციამ ორ პირზე თავდასხმაში დასდო ბრალი. როგორც ირკვევა, აპრილში მან კიდევ ერთი მამაკაცის რელსებში ჩაგდება სცადა.

ყველა ახალი ამბავი
0