თბილისი, 6 ოქტობერი - Sputnik. თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ელიავას ბაზრობაზე, ერთ-ერთ საამქროში ხანძარია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უწყების ინფორმაციით, დამწვარია 200 მ.კვ ფართი. ადგილზე შვიდი სახანძრო მანქანა მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი რკინის ერთ-ერთ საამქროში გაჩნდა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.