თბილისი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პირველ პარლამენტთაშორის ასამბლეას მასპინძლობს

© FB / Parliamant of Georgiaსაქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტთაშორის ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტთაშორის ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს ძალიან სერიოზული ისტორიული ურთიერთობები, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის პირველი სესია მიმდინარეობს – სამი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებმა პარასკევს ხელი მოაწერეს წესდებას, ხოლო შაბათს დეპუტატები არსებით საკითხებზე მსჯელობას იწყებენ.

პარლამენტთაშორისი ასამბლეის შექმნის მიზანია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გამტკიცება.

„ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს ძალიან სერიოზული ისტორიული ურთიერთობები, გვაქვს ისტორიული საფუძველი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ თანამშრომლობისთვის მიგვეცა ინსტიტუციური ხასიათი. სწორედ ამას ემსახურება ერთობლივი ასამბლეის შექმნა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ასამბლეის გახსნის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, პარლამენტთაშორისი ასამბლეის შექმნის იდეა ერთი წლის წინ, სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების სამმხრივი შეხვედრის დროს დაიბადა.

მამუკა ბახტაძე და ვლადიმირ გროისმანი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში წასვლას პირადობის მოწმობით შეძლებენ

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრიან კანდუმ, თავის მხრივ, სამი ქვეყნის მსგავსებაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს საერთო გამოცდილება და საერთო გამოწვევები, ყველანი ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები, სამივე ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით და ჩვენ სამივეს გვაქვს წარმატებები რეფორმების თვალსაზრისით“, – განაცხადა კანდუმ.

უკრაინის უზენაესი რადის სპიკერი ანდრეი პარუბი დარწმუნებულია, რომ ქვეყნები ერთად უფრო სწრაფად განვითარდებიან და მიაღწევენ თავიანთ მიზნებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად უფრო სწრაფად მივაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ერთობლივად ვასრულებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, ვახორცილებთ ძალიან რთულ რეფორმებს. ჩვენ ერთმანეთთან უნდა გავმართოთ კონსულტაციები, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, რომ გვქონდეს არა კონკურენციის შეგრძნება, არამედ იყოს თანამშრომლობის და მხარდაჭერის შეგრძნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა პარუბიმ.

სამი ქვეყნის დეპუტატები შაბათს სესიაზე განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებს.



ყველა ახალი ამბავი
0