„თელავინო 2018“: ღვინო, ქართული კერძები და "მრავალჟამიერი"

© Sputnik / STRINGERთელავის ღვინის ფესტივალი "თელავინო"
თელავის ღვინის ფესტივალი თელავინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ქართული ღვინის დღეები თელავიდან დაიწყო.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. კახეთში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018“ დაიწყო, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოში ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018“ 5-21 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება. ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და დედაქალაქს მოიცავს. ერთი თვის განმავლობაში ქართული ღვინის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა რეგიონის ღვინოები და გაეცნონ ქართულ კულტურას.

© Sputnik / STRINGERთელავის ღვინის ფესტივალი "თელავინო"
 „თელავინო 2018“: ღვინო, ქართული კერძები და მრავალჟამიერი - Sputnik საქართველო
თელავის ღვინის ფესტივალი "თელავინო"

ღვინის დღეები 5 ოქტომბერს „თელავინო 2018“-ით თელავში გაიხსნა და 21 ოქტომბერს ქართული ღვინის მეხუთე ეროვნული კონკურსით დასრულდება.

ფესტივალის ფარგლებში თელავის ცენტრში მოწყობილ პავილიონებში ღვინის მწარმოებელმა დიდმა კომპანიებმა და მცირე საოჯახო მარნებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს - 100-მდე სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი.

თელავის ღვინის ფესტივალი თელავინო - Sputnik საქართველო
„თელავინო 2018“ – თელავში ქართული ღვინის ფესტივალი ტარდება

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „თელავინო 2018“-ის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო.

„დღევანდელი დღე არის ზეიმი, მევენახეები და მეწარმეები ერთად აღნიშნავენ ღვინის ფესტივალს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი კახეთში წარმატებული რთველის ფონზე ტარდება. გადამუშავებულია 200 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, მევენახეების შემოსავალი კი 300 მლნ ლარს აღწევს, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია“, – განაცხადა მეხუზლამ ფესტივალზე.

ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. მოწყობილია ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, საშემოდგომო პავილიონები, რთველის ტრადიციებთან და მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები.

„თელავინო 2018" კახეთის მეღვინეთა ამქრის ორგანიზებით იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0