ამიერიდან „თბილისობის" დღესასწაული ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ უქმეებზე გაიმართება. წელს სახალხო სეირნობა 6–7 ოქტომბერს მოეწყობა.
სტუმრებს ტრადიციულად ელოდებათ სხვადასხვა გასართობი ბაზრობები და ფესტივალები, კოსტიუმირებული წარმოდგენები, შოუ, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, საჩვენებელი გამოსვლები და საზეიმო გალა–კონცერტი.