თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვის საგამოფენო დარბაზში Народная галерея („სახალხო გალერეა") 5 ოქტომბერს იხსნება ქართველი მხატვრების ორდღიანი გამოფენა, რომელიც დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.
გამოფენაზე ნამუშევრები წარმოდგენილია დავით ხევსურიანის კოლექციიდან.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ფედერალური ავტონომია და რუსეთის პოლენოვას სახელობის ხალხური შემოქმედების სახელმწიფო სახლი.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ გამოფენის სტუმრები იხილავენ გივი კოლელიშვილის ექსპრესიულ და ორიგინალურ ნახატებს, ავთანდილ მოსიაშვილის აბსტრაქციებს, გიორგი ოსეფაშვილის ხის ინკრუსტაციებს, ჯუდი ფანჯიკიძის ავანგარდულ ექსპერიმენტებსა და სხვა მხატვრების ნამუშევრებს.
გამოფენის ყველა მონაწილე ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი მანერით, ინდივიდუალური მხატვრული ხედვით, თუმცა, ყველა ერთად ქმნის სამყაროს, რომელშიც თანამედროვე ქართული ხელოვნების კოლორიტული რეალობა იხსნება.
გამოფენის მიზანია ქართული ხელოვნების ჟანრებისა და სტილების მრავალფეროვნების გაცნობა და საქართველოს მხატვრობის უმდიდრესი მემკვიდრეობის წარმოდგენა.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.