გამოფენა ერთი დღით: თბილისელი მხატვარი წარმოგიდგენთ

გამოწერა
როგორც ღონისძიების ანონსშია ნათქვამი, მხატვრის ნამუშევრები მნახველებს აგრძნობინებს თბილისური ეზოებისა და ქუჩების, ასევე შავი ზღვის ბრიზის სურნელს.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისელი მხატვრის, ტიხრული მინანქრის ოსტატის ანასტასია ლოგვინენკოს ნამუშევრები დღეს ერთი დღით გამოიფინება თბილისის Yuliko&Friends Concept Store-ის არტ-სივრცეში. 

წარმოშობით კიეველი ანასტასია ლოგვინენკო თბილისში 2005 წლიდან ცხოვრობს და ფლობს ტიხრული მინანქრის სახელოსნოს Illumia jewelry by Cloisonnemal.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება აკვარელით შესრულებული ნახატები სახელწოდებით „თბილისი და ზღვა. ეპიზოდები“.

როგორც ღონისძიების ანონსშია ნათქვამი, მხატვრის ნამუშევრები მნახველებს აგრძნობინებს თბილისური ეზოებისა და ქუჩების, ასევე შავი ზღვის ბრიზის სურნელს.

„მხატვარი — ეს საუკეთესო პროფესიაა მსოფლიოში. თუ მხატვარი ხარ, ნებისმიერი ნივთი, ნებისმიერი ზედაპირი შემოქმედების ობიექტად იქცევა“, — ამბობს ლოგვინენკო.

მხატვარი განმარტავს, რომ მოსაწყენად არასდროს სცალია და აზუსტებს, რომ მისი საყვარელი მასალა აკვარელია, ხოლო სტიქია — წყალი. 

ანასტასია ლოგვინენკოს ნამუშევრების დათვალიერება 18:00-დან 21:00 საათამდე შეგიძლიათ მისამართზე: ზეინაბ ბოცვაძის ქუჩა №5.

ყველა ახალი ამბავი
0